მეცნიერები საუბრობენ სიყვარულზე


1. „სიყვერული - როგორც წყურვილი“ _ ლუსი ბრაუნი. ნევროლოგი ალბერტ აინშტაინის სახელობის სამედიცინო კოლეჯიდან (ნიუ-იორკი.)

 

Lucy L. Brown, Ph.D.

  შეყვარებული ადამიანის განცდები წყურვილს გავს. მისი მოკვლა შესაძლებელია მხოლოდ ლტოლვის ობიექტთან ყოფნით. ყველა ქმედება, აზრი, მისწრაფება - ემორჩილება მხოლოდ ერთ მოთხოვნილებას - იყო შეყვარებულის გვერდით. რა თქმა უნდა, ყველას თავისი ტემპერამენტი აქვს, რომანტიკულ გრძნობებს თავისებურად გამოხატავს, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი შეყვარებულობის მომენტში განიცდის ეიფორიას. ეს განცდა კი აღმოცენდება მხოლოდ „მეორე ნახევრის“ გვერდით.
 რამდენიმე წყვილის ტვინის აქტივობის შესწავლის შემდეგ (მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრამის მეშვეობით) ბრაუნმა გააკეთა დასკვნა, რომ ერთად ყოფნისას შეყვარებულები ერთმანეთზე ფიქრობენ და მათ უაქტიურდებათ ტვინის ის უბნები, რომლებიც ასევე პასუხს აგებენ სიხარულის განცდაზე რაიმე ჯილდოს მიღების ან აღიარების შემდეგ. თანაც, სიძლიერით ეს გრძნობები შესაძლოა შევადაროთ შიმშილს ან წყურვილს.
 შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული - ეს არის რეპროდუქტიული მექანიზმის ნაწილი. ის ჩადებულია ჩვენში ბუნების მიერ. სიყვარული ხელს უწყობს ემოციური კავშირის დამყარებას პარტნიორებს შორის. რითიც იზრდება ბავშვის დაბადების ალბათობა.


2. „სიყვარული - ისეთი შეგრძნებაა, თითქოს შენ თავში ვიღაც დასახლდა“ - ჰელენ ფიშერი. ანთროპოლოგი Rutgers University-დან. ნიუ-ჯერსი

Dr. Helen fisher

სიყვარული განსხვავებული სახის არსებობს, თუმცა მე შემიძლია გამოვყო სამი ძირითადი ნაირსახეობა: სექსუალური ლტოლვა; შეყვარებულობა; ღრმა მიჯაჭვულობა.
მე და ჩემი კოლეგები დიდი ხანია შევისწავლით შეყვარებულთა თავს ტვინის  ფუნქციონირებას - აცხადებს ფიშერი - პირველი, რასაც გრძნობს ადამიანი როდესაც ვინმე უყვარდება, ეს არის „განსაკუთრებულობის“ და „უნიკალურობის“  შეგრძნება ყველაფრისა, რაც სიყვარულის ობიექტს უკავშირდება. (მისი ტანსაცმელი, ავტომობილი, საცხოვრებელი ადგილი და ნებისმიერი რამ). შეყვარებულები ყველაფერში ორიენტირდებიან თავის მეორე ნახევარზე. იწყენენ როდესაც ის“ არ რეკავს". ანათებენ ბედნიერებისგან, როდესაც ურთიერთობა წესრიგშია.
შეყვარებულობის მდგომარეობა ასევე ხასიათდება: გულისცემის აჩქარებით, ოფლდენის გახშირებით და იმ ფიზიოლოგიური მდგომარეობით, რომელსაც „მუცელში პეპლები დაფრინავენ“ ქვია. ეს ყველაფერი უკავშირდება დოფამინის გამოყოფას. ის იწვევს აღფრთოვანებას და ენერგიის მოჭარბებას. ამ დროს წარმოქმნილი შეგრძნებები მსგავსია იმისა, თითქოს შენს თავში ვიღაც დასახლდა და გიბიძგებს მოქმედებისკენ.
ფიშერის აზრით, სიყვარული ემსახურება მომავალი თაობის წარმოშობას. მისი (სიყვარულის) მეშვეობით ადამიანები კონცენტრირდებიან ერთ პარტნიორზე და არ ხარჯავენ ენერგიას შემთხვევით კონტაქტებზე.



3. „სიყვარული სამშენებლო მასალის როლში“ - დენიელ კრიუგერი, ფსიქოლოგი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.


სიყვარული - ეს არის პოზიტიური გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს  მყარი სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას და სტაბილური ურთიერთობების ფორმულირებას. რაც აადვილებს ოჯახის შექმნას. სიყვარულის გარეშე ჩვენ უფრო ხშირად ვიმოქმედებდით მიმართული საკუთარი, ეგოისტური მიზნების განხორციელებისკენ  და პირადი სარგებელის ძიებისკენ. რაც უთუოდ აისახებოდა საზოგადოებაზე.
გრძნობები, რომლებსაც განვიცდით სიყვარულის ობიექტისადმი, ხელს უწყობს ხანგრძლივ ურთიერთობებს. რაც, თავისმხრივ, დადებითად აისახება სოციალურად დაცული ბავშვების დაბადებაზე. სიყვარული აიძულებს ადამიანს იზრუნოს შთამომავლობაზე, სანამ ისინი არ გახდებიან დამოუკიდებლები. სწორედ ეს არის სიყვარულის ძირითადი სოციალური დანიშნულება კრიუგერის აზრით.



4. „სიყვარული გამოიხატება ზრუნვისკენ მისწრაფებაში“ - დევიდ გივენსი, არავერბალურ კვლევათა ცენტრის დირექტორი


უპირველეს ყოვლისა, სიყვარული - ეს არის ემოცია, მიჯაჭვულობის გრძნობა და ერთგულება, რომელსაც ადამიანი განიცდის ვინმესადმი ან რაიმესადმი. ძლიერი ვნება შესაძლოა იქნას გამოხატული ოჯახისადმი და შვილებისადმი მისწრაფებაში, ან შესაძლოა მხოლოდ სექსუალურ მისწრაფებებში იყოს წარმოჩენილი. სიყვარული ჩაისახება თავის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც პასუხს აგებს დედის მიჯაჭვულობაზე შვილისადმი. ამიტომაც, გივენსი მიიჩნევს, რომ სიყვარული განვითარდა დედობრივი ინსტინქტიდან. ის ფაქტი, რომ შეყვარებულებს მუდამ სურთ ერთმანეთზე ზრუნვა, ამას ადასტურებს.


5. „სიყვარული - ეს არის სექსი“ - ლუის გარსია, ფსიქოლოგიის პროფესორი Rutgers University-დან.


მეცნიერებისთვის ცნობილია ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ სექსუალობა ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რიგი კვლევებისა აჩვენებენ, რომ სექსუალური ურთიერთობებით კმაყოფილების მაღალი დონე პირდაპირ გავლენას ახდენს ოჯახური ცხოვრების შესახებ შექმნილ შთაბეჭდილებაზე. ამასთანავე გარსიას ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სრულყოფილი სექსუალური ცხოვრებით, უფრო მეტი შანსი აქვთ ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობის აწყობისა.
გარსიამ, თავის კოლეგა შარლოტა მარკისთან ერთად გამოკითხა წყვილები, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდნენ ერთად. აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ისინი ინარჩუნებდნენ ურთიერთობას - ეს ერთმანეთისადმი სექსუალური ლტოლვა იყო.


6. „სიყვარული წარმოუდგენელია პატივისცემის გარეშე“ ქეით ვაქსი, ფსიქოლოგი


სიყვარული არ არსებობს ურთიერთპატივისცემის და ნდობის გარეშე. შეყვარებულები მუდამ ცდილობენ თავი წარმოაჩინონ საუკეთესო კუთხიდან. ამიტომ ურთიერთობის წარმართვის ყველაზე კარგი გზაა: გულწრფელობა, ერთგულება, ემოციური მხარდაჭერა, თავგანწირვა. სიყვარული აძლევს ყველას საკუთარი უნიკალურობის განცდას და აიძულებს მიიღოს სხვისი უნიკალურობა.  
ვაქსის აზრით, სიყვარულის საპირისპირო განცდა არის არა სიძულვილი, არამედ გულგრილობა. თუ თქვენ შეწყვეტთ ღელვას ადამიანზე და ვერ იგრძნობთ მასზე ზრუნვის საჭიროებას, ეს იქნება მისდამი პატივისცემის დაკარგვა - რის დროსაც სიყვარულზე საუბარიც ზედმეტია.


Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი. რა განსხვავებაა მათ შორის?!

როგორი წყვილი ხართ?!

ზიგმუნდ ფროიდი - საინტერესო ფაქტები