Сообщения

5 უმნიშვნელოვანესი რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ფიქოთერაპიის შესახებ

Изображение
ფსიქოთერაპევტი - არ არის ის ვინც იძლევა რჩევებს. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ფსიქოთერაპევტი გირჩევთ როგორ მოიქცეთ. (დარჩეთ იგივე სამსახურში, თუ მოძებნოთ ახალი; განქორწინდეთ თუ შეინარჩუნოთ ოჯახი და სხვა.) სინამდვილეში ფსიქოთერაპევტის მოვალეობაა დაეხმაროს კლიენტს საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში. ამის შემდეგ კლიენტი თავად წყვეტს, როგორ მოიქცეს.  რა თქმა უნდა, ფსიქოთერაპევტმა შეიძლება მოგიყვეთ ქცევის კონკრეტული სტრატეგიების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის გადაჭრაში. მაგრამ უკანასკნელი სიტყვა ყოველთვის კლიენტს ეკუთვნის.  ფსიქოთერაპევტები თავად გადიან ფსიქოთერაპიას. ფსიქოთერაპევტების უმრავლესობა თავადაც გადის ფსიქოთერაპიას. შეიძლება ეს არ ხდებოდეს მუდმივ რეჟიმში, თუმცა თავისი კარიერის რაღაც ეტაპებზე ისინი აუცილებლად მიმართავენ სხვა სპეციალისტს.  ფსიქოთერაპევტები მუშაობენ არა მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებთან. შეხედულება იმის შესახებ, რომ ფსიქოთერაპევტებს მხოლოდ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები მიმართავენ, საკმაოდ გავრცელებულია ჩვენს

ეს უნდა იცოდეთ! ფსიქოთერაპიის სახეები

Изображение
ფსიქოთერაპიის მთავარი სახეები ფსიქოთერაპიის რომელი მიმართულება ავირჩიოთ? რითი განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან და რომელი მათგანი გამოგვადგება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია დაგეხმარებათ. ფსიქოანალიზი დამფუძლებელი: ზიგმუნდ ფროიდი, ავსტრია (11856-1939) რა არის? მეთოდების სისტემა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია არაცნობიერში მოხვედრა, მისი შესწავლა. ადამიანის შინაგანი, ბავშვური განცდების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების მიზეზები გაგების მიზნით. ამ გზით მისი განთავისუფლება ნევროტული ხასიათის პრობლემებიდან. როგორ მიმდინარეობს ?  ფსიქოანალიზში მთავარია არაცნობიერის ცნობიერად გარდაქმნა. თავისუფალი ასოციაციების, სიზმრების ახსნის და მცდარი ქმედებების ანალიზის გზით. სეანსის დროს კლიენტი წევს ტახტზე და საუბრობს ყველაფერზე, რაც თავში მოუვა. (იმაზეც, რასაც უმნიშვნელოდ მიიჩნევს). ანალიტიკოსი (ზის კლიენტის თავთან და არ უყურებს მას) ინტერპრეტაცის უკეთებს სიტყვათა, ქმედებათა სიზმართა და ფანტაზიათა ფარულ მნიშვნელობებს. ფსიქოანალიზი ხარნგრძლივ

5 შეცდომა აღზრდაში, რომელსაც ყველა მშობელი უშვებს

Изображение
ნებისმიერ მშობელს უნდა, რომ მისი შვილი იყოს საუკეთესო. ის ცდილობს ბავშვის სწორად აღზრდას.. თუმცა, რას მოიცავს სიტყვა „სწორად“? ყველას თავისებურად ესმის ეს. მშობლები ხშირად უშვებენ შეცდომებს აღზრდაში. რაც აუცილებლად დატოვებს კვალს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაზე.   1 - დადანაშაულება და მუქარა მუქარის, დადანაშაულების, შერცხვენის ან დაშინების გზით ბავშვის აღზრდა ერთმნიშვნელოვნად სასტიკი და არასწორი მიდგომაა. ფრაზა - „როგორ არ გრცხვენია“ აღშობს ბავშვში ყოველგვარ ინიციატივას. ბავშვების შეცდომებს არ მოსდევს ისეთი შედეგები, რომლის გამოც ღირს მისი აქტიურობის სურვილის ასეთი დაქვეითება. სირცხვილის გრძნობასთან ერთად, მშობლები ხშირად იყენებენ დანაშაულის გრძნობას. ზოგი მშობელი ბავშვის რაიმეში დადანაშაულებით ცდილობს მას წარმატებისკენ სვლის „სტიმული მისცეს“ . მაგრამ ამის ნაცვლად ბავშვი იკეტება საკუთარ თავში. თავს გრძნობს არაფრის მაქნისად და უუნაროდ. მუქარის და დაშინების გამოყენებასაც არაფერი კარგი არ მოაქვს. ძალიან ცოტას თუ შეუძლია შიშის უმტკივნეულოდ დაძლევა. ასეთ მეთოდ

როგორი წყვილი ხართ?!

Изображение
შეყვარებულები ხშირად  ამბობენ, რომ მათი საყვარელი ადამიანი დროთა განმავლობაში ძალიან შეიცვალა. სინამდვილეში კი, ეს თვისებები ურთიერთობის დასაწყისშიც შესამჩნევია. თუმცა ადამიანები ვერ ხედავენ იმას, რისი დანახვაც არ სურთ. პირველად იყო სიტყვა თუ გინდათ გაიგოთ ადამიანის მიზნები და გაუგოთ მას - უბრალოს მოუსმინეთ. რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს, ხშირად სხვა ადამიანის სიტყვებში ჩვენ საკუთარ აზრს ვდებთ. ფილმში „გამყიდველი“ არის ასეთი სცენა: ახალგაზრდა გოგო უყვება თავის მეგობრებს საყვარლის საჩუქრების შესახებ. ეს გოგონა თვლის, რომ საყვარელს ის უყვარს. ამავე დროს, ეს მამაკაცი თავის ფსიქოანალიტიკოსს ეუბნება: მე ავუხსენი მას, რომ ჩვენ შორის არაფერი სერიოზული არ შეიძლება იყოს. ამასთანავე ის ხაზგასმით ამბობს რომ მისმა საყვარელმა ეს გაიგო და დაეთანხმა ამ წინაპირობას. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები თითქოს სხვადასხვა სამყაროში ცხოვრობენ. ყველას სინამდვილის საკუთარი ხედვა გააჩნია. რაზე მეტყველებს ფრაზა „მე ვეძებ გოგოს, რომელსაც ვეყვარები“? როგორც მინიმუმ, იმაზე მეტყ

დევიდ როზენჰანის შოკისმომგვრელი ექსპერიმენტი ფსიქიატრიულ კლინიკებში

Изображение
 1973 წ ამერიკელმა ფსიქოლოგმა დევიდ როზენჰანმა ჩაატარა კვლევა ფსიქიატრიულ კლინიკებში. ამ კვლევის შედეგებმა ეჭვქვეშ დააყენა ფსიქიატრთა კომპეტენცია და ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკური აშლილობის მქონისაგან განსხვავების უნარი. შედეგები გამოქვეყნდა ჟურმალში SCIENCE სტატიაში „ფსიქიკურად ჯანმრთელები - გიჟების ადგილას“ დევიდ როზენჰანი ექსპერიმენტი მიმდინარეობდა 2 ეტაპად. 1 ეტაპი თვითონ როზენჰანი და 7 მისი კოლეგა, რომელსაც მოვიხსენებთ „ფსევდოავადმყოფების“ სახელით, ცდილობდნენ მოხვედრილიყვნენ ფსიქიატრიულ კლინიკაში. ისინი ექიმებს ეუბნებოდენ თითქოს აწუხებდათ ხმოვანი ჰალუცინაციები. საავადმყოფოს თანამშრომლები არ იყვნენ ინფორმირებულები ამ ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ. ფსევდო პაციენტებს შეადგენდნენ - 3 ფსიქოლოგი; 1 ფსიქოლოგიის მაგისტრატურის სტუდენტი 30 წლამდე, 1 პედიატრი; 1 ფსიქიატრი; 1 მხატვარი და 1 დიასახლისი. არცერთ მათგანს არ ქონიათ ფსიქიატრიულში მკურნალობის წარსული გამოცდილება. ისინი იცვლიდნენ სახელებს და სამუშაო სფეროს. დანარჩენი ინფორმაცია მათ შესახებ კი ზუსტი იყო და შეესაბამ

36 შეკითხვა შეყვარებისთვის - არტურ არონის ექსპერიმენტი

Изображение
Arthur Aron 1994 წელს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა, არტურ არონმა, ჩაატარა შემდეგი ექსპერიმენტი. მან შეკრიბა ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები. დააწყვილა ისინი და მისცა შემდეგი დავალება - დაესვათ წინასწარ გამზადებული შეკითხვები თავისი მეწყვილისთვის. ექსპერიმენტის ძირითადი პირობა იყო - წყვილებს უნდა გაეცეთ გულწრფელი პასუხები. რის შემდეგაც მათ 4 წუთის განმავლობაში უსიტყვოდ უნდა ეყურებინათ ერთმანეთისთვის თვალებში. არონმა აღმოაჩინა, რომ ეს „წყვილები“ კითხვების დასმის შემდეგ, ერთმანეთისადმი გრძნობდნენ იმაზე მეტ მიზიდულობას, ვიდრე უბრალო უცნობები.  მონაწილეები ძლიერ მიჯაჭვულობას გრძნობდნენ თავიანთ ექსპერიმენტულ პარტნიორებთან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში.  გასაოცარი ის არის, რომ ნახევარი წელიწადის შემდეგ არონმა მიიღო ქორწილის მოსაწვევი, ერთ-ერთი წყვილისგან. ამ ექსპერიმენტის შედეგები გამოქვეყნდა  «Personality and Social Psychology Bulletin» -ში  მისი ავტორები იყვნენ: არტურ არონი, ედვინ მელინატი, ნ. ელეინ არონი, რობერტ დარინი, რენე ჟ.-ბატორი. Elaine N. Aron