ზიგმუნდ ფროიდი - საინტერესო ფაქტები





1.      ოქროს ზიგიდან ბაბუა ფროიდამდე

ზიგმუნდ ფროიდის სრული სახელია სიგიზმუნდ შლომო ფროიდი. დედა მას მოფერებით ოქროს ზიგის ეძახდა. ხოლო წლების მანძილზე სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები მას  ბაბუა ფროიდს ეძახიან.
ზიგმუნდ ფროიდი დედასთან (1872)


2.     მეხსიერება
  ფროიდი  ფენომენალური მეხსიერების მქონე იყო. ბავშვობიდანვე ის მარტივად იმახსოვრებდა მის მიერ მოწონებული წიგნების შინაარსს. ნებისმიერ დროს შეეძლო გაეხსენებია თუ სად რა ეწერა.

3.     ციფრების მაგია
  ზიგმუნდ ფროიდს მთელი ცხოვრება ეშინოდა ციფრების 6 და 2. ის არასოდეს სახლდებოდა სასტუმროებში სადაც 61 ნომერზე მეტი იყო. რათა შემთხვევით 62-ე ნომერში არ მომხვდარიყო. 6 თებარვალს კი ის ამჯობინებდა სახლში დარჩენას.


4.      დამოუკიდებლობა
  ფროიდმა პირველმა ჩაატარა ჰიონოზის სიანსი მარტომ. იმ დროის მედიცინაში არსებული წესის თანახმად ეს პროცედურა ასისტენტის თანდასწრებით მიმდინარეობდა. თუმცა ფროიდი იმდენად თვითდაჯერებული იყო, რომ „არ  საჭიროებდა სხვის დახმარებას.“


5.      გატეხილი პიანინო


  ფროიდი ვერ იტანდა მუსიკას, ის თავს არიდებდა ისეთ ადგილებს სადაც მუსიკა უკრავდა. ბავშვობაში მან თავის დას პიანინოც კი დაუმსხვრია.



6.     შეთანხმება ქორწინებამდე
  ფროიდი მუდამ ეყრდნობოდა მხოლოდ საკუთარ თავს და არასოდეს შედიოდა დისკუსიებში. ქორწინებამდე მან თავის ცოლს უთხრა: „მესაჭიროება შეუზხუდავად  და სრულყოფილად ვფლობდე ვინმეს ყურადღებას.“ თანაცხოვრების მანძილზე ფროიდს თავისი ცოლი არასდროს შეჰკამათებია.
ზიგმუნდ ფროიდი და მარტა ბერნესი

7.     ოჯახი და კოლეგების პატივისცემა

  1886 წელს ზიგმუნდ ფროიდმა და მარტა ბერნესმა იქორწინეს. მათ შეეძინათ 6 შვილი: მატილდა, ჟან მარტინი, ოლივერი, ერნსტი, სიფი და ანა. ფროიდმა მატილდას სახელი დაარქვა ბრაიერის მეუღლის საპატივცემულოდ. ჟან მარტინს - შარკოს საპატივცემულოდ, ერნსტს - თავისი მასწავლებლის, ერნს ბრიუკეს საპატივცემულოდ. ამით მან პატივისცემა გამოხატა თავისი მასწავლებლებისა და კოლეგების მიმართ. მან სამედიცინო განათლების დახმარებით მატილდა ჩვილობაში სიკვდილს გადაარჩინა.



8.      ლეგენდარული ძღვენი 

ფროიდი იყო პირველი, ვისაც კაბინეტში ედგა ტახტი, რომელიც ცნობების თანახმად,  მას ერთერთმა პაციენტმა  მადლიერების ნიშნად აჩუქა.



9.     ხელშეუხებელი 
როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და გერმანელები შეიჭრენ ავსტრიაში, ფროიდი აღმოჩნდა ერთადერთი ავსტრიელი ებრაელი, რომელიც გესტაპომ დაინდო. ცნობილია შემთხვევა როდესაც დაკითხვის შემდეგ ფროიდს  თხოვეს ხელი მოეწერა საბუთზე, რომლის თანახმადაც მას არავითარი პრეტენზია არ  გააჩნდა საიდუმლო პოლიციასთან. ფროიდმა დასვა თავისი ხელმოწერა და თან ხუმრობით მიაწერა „ყველასთვის ვუწევ რეკომენდაციას“ „ყველას გირჩევთ“. ბიოგრაფებმა დღემდე არ იციან რატომ დაინდეს ჰიტლერის მიმდევრებმა ებრაელი ექიმი, რომელიც ასეთი ხუმრობების უფლებას აძლევდა საკუთარ თავს. არსებობს ვარაუდი, რომ ჰიტლერი თავად იყო ფროიდის პაციენტი, რის სასარგებლოდაც მეტყველებს ის ფაქტი რომ ფროიდის  ბინაში აღმოჩენილია ნახატი ფიურერის ხელმოწერით. თუმცა დადასტურებული ცნობები მაინც არ არსებობს.


10.   ძებნილი
  რუზველტი, სტალინი და მუსოლინი ჰიტლერს მილიონებს  სთავაზობნენ ცოცხალი ფროიდის გადაცემაში. საბოლოო  ჯამში ის ნაპოლეონის შთამომავალმა, მარია ბონაპარტმა გამოისყიდა  და გადაიყვანა საცხოვრებლად ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი ინგლისში. ამისათვის მან ნაპოლეონის ერთ-ერთი სასახლე გაყიდა.



11.   პროგრესი
  ფროიდის ცხოვრების უკანასკნელი წლები განსაკუთრებით მძიმე იყო. სიმსივნე პროგრესირებდა, ნაცისტები ანადგურებდნენ ყველაფერს რაც მის სახელთან იყო დაკავშირებული. ის სევდიანი ირონიით პასუხობდა ამაზე: „რამხელა პროგრესია! შუა საუკუნეებში ჩემი ნაშრომებისთვის მე დამწვავდნენ, ახლა კი  ისინი  მხოლოდ  ჩემი  წიგნების დაწვით კმაყოფილდებიან“


კოკაინი
12.    ზიგმუნდ ფროიდი თვლიდა კოკაინს  საუკეთესო წამლადის იყო პირველი ევროპაში ვინც უნიშნავდა მას თავის პაციენტებს. კოკაინით მკურნალობდა თავის ცოლსაც.

13.    ფროიდი მუდამ გამოირჩეოდა კარგი სწავლით, თუმცა კარგს სტუდენტს მას მაინც ვერ ვუწოდებდით. სწორედ სტუდენტობის პერიოდში ის გახდა კოკაინდამოკიდებული. საქმე იმაშია რომ მას ძალიან უნდოდა ცნობილი გამხდარიყო სტუდენტებს შორის და ატარებდა  ცდებს, რომლის შედეგიც გახლდათ ი,ს რომ კოკაინი შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე ეფექტური  ტკივილგამაყუჩებელი. ფროიდი მიიჩნევდა, რომ მედიცინის მომავალი კოკაინშია. თუმცა, როდესაც გაირკვა რომ  დამოკიდებულებას იწვევს, მან გადახედა თავის შეხედულებებს და კოკაინი საშიშ ნარკოტიკად ცნო. ის უნივერსიტეტიდან ნარკოტიკების მოხმარებისა და თავისი თამამი თეორიების გამო გაირიცხა.
14.    ფროიდის ნაშრომთა  უმრავლესობა კოკაინის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროსაა დაწერილი.

15.    ფროიდი არასოდეს უყურებდა ადამიანს თვალებში. სწორედ  ამიტომ ის ფსიქოანალიტიკური სიანსების დროს ტახტის თავში ჯდებოდა და უსმენდა პაციენტებს.

16.    თანამედროვე ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფროიდს ბიპოლარული აშლილობა (მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი) სჭირდა.


17.   სიზმრის ახსნა ეგვიპტურად 
ფროიდს ძალიან იზიდავდა ძველი ეგვიპტე. ის ხშირად დადიოდა აუქციონებზე, რათა შეევსო თავისი არტეფაქტების კოლექცია. ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ სწორედ ამან მოახდინა გავლენა  ფროიდის ნაშრომებზე. რასაც მოწმობს მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოჩენილი ეგვიპტური სიზმრების ახსნის წიგნი, რომელიც ასე წააგავს ფროიდის გახმაურებულ ნაშრომს „სიზმრის ახსნას“
ფროიდი - "სიზმრების ახსნა"


18.   შვილი.  მოსწავლე.  არავითარი ქორწინება
  ფროიდი თავისი შვილებიდან ყოველთვის გამოარჩევდა ანას. ინგლისში სწავლის დროს ანამ გაიცნო ახალგაზრდა ფსიქოანალიტიკოსი ერნესტ ჯონსი, რომელმაც მალევე ხელი სთხოვა. მაგრამ ფროიდი ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. მან ჯონსს მიწერა „ჩემი შვილი არ არის მსგავსი ურთიერობებისათვის შექმნილი“ . როგორც მოგვიანებით გაირკვა ის საერთოდ ანას გათხოვების წინააღმდეგი იყო. საბოლოო ჯამში ანას არასდროს შეუქმნია ოჯახი.
ერნესტ ჯონსი (1879-1958)
ზიგმუნდ ფროიდი და ანა ფროიდი




















19.   სიგარა მხილოდ სიგარაა?

1923 წელს ფროიდს აღმოუჩინეს პირის ღრუს კიბო. ამის გამო მან 33 ოპერაცია გადაიტანა. მიუხედავად ამისა ის მაინც ეწეოდა დღეში 20 კუბურ სიგარას.



20.   შური და ევთანაზია

  83 წლის ასაკში ფროიდმატანჯვით სიკვდილის თავიდან ასაცილებლად  თხოვა თავის ექიმს, მაქს შურს, მორფის სასიკვდილო დოზა შეეყვანა მისთვის. 1939 წლის 23 სექტემბერსღამის 3 საათზე ის გარდაიცვალაეს იყო  ევთანაზიის პირველი შემთხვევა ისტორიაში.

მაქს შური (1897-1969)
მაქს შურის წიგნი - ფროიდი: ცხოვრება და გარდაცვალება


21.  მემკვიდრეობა

   გარდაცვალების შემდეგ ფროიდმა დატოვა: 6 შვილი, 17 შვილიშვილი,

 40  
ფუნდამენტალური  მეცნიერული ნაშრომი და 4000  წერილი.




22.   საიდუმლო

  4000 წერილიდან 1500 ინახება ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკაშიმათ გრიფით საიდუმლო ადევსფროიდის ანდერძის თანახმადისინი 2000- წელს უნდა გამოქვეყნებულიყო. თუმცა ისინი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ითვლება რომ ამ წერილების გამოქვეყნებამ შესაძლოა თავდაყირა დააყენოს თანამედროვე ფსიქოლოგია.


ავტორი: სალომე ჩხაიძე

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრი. რა განსხვავებაა მათ შორის?!

როგორი წყვილი ხართ?!